რუსეთის ცესკო – არჩევნების ოფიციალური შედეგებით, ვლადიმერ პუტინმა ხმების 87.28%-ით გაიმარჯვა

Published:

რუსეთის ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ საპრეზიდენტო არჩევნების ოფიციალური შედეგები გამოაცხადა, რომლის თანახმადაც ქვეყნის ამჟამინდელმა პრეზიდენტმა, ვლადიმერ პუტინმა ხმების 87.28%-ი მოიპოვა.

ცესკო-ს თავმჯდომარის, ელა პამფილოვას განმარტებით, ვლადიმერ პუტინს ხმა 76 277 708 ამომრჩეველმა, კენჭისყრაში მონაწილე ამომრჩეველთა 87.28%-მა, მისცა, ნიკოლაი ხარიტონოვს – 3 768 470-მა, ანუ 4.31%-მა, ვლადისლავ დავანკოვს – 3 362 484-მა, ანუ 3.85%-მა, ლეონიდ სლუცკის კი – 2 797 629 ამომრჩეველმა, ანუ 3.2%-მა“, – განაცხადა პამფილოვამ.

Related articles

spot_img

Recent articles

spot_img