საქართველომ ლუქსემბურგის ნაკრებს მოუგო

Published:

სა­ქარ­თვე­ლომ ლუქ­სემ­ბურგს მო­უ­გო და ევ­რო­პის საკ­ვა­ლი­ფი­კა­ციო ეტაპ­ზე, ფი­ნალ­ში ითა­მა­შებს. მატ­ჩი დრა­მა­ტუ­ლი გა­მოდ­გა. თა­მა­ში ჩვე­ნი გუნ­დის სრუ­ლი უპი­რა­ტე­სო­ბით მიმ­დი­ნა­რე­ობ­და, თუმ­და მო­მენ­ტე­ბი მე­ტო­ქე­საც ჰქონ­და.

ან­გა­რი­ში 41-ე წუთ­ზე სა­ქარ­თვე­ლოს ნაკ­რებ­მა გახ­სნა. გოლი ბუდუ ზივ­ზი­ვა­ძემ გა­ი­ტა­ნა. მე­ო­რე ტა­ი­მის სა­წყის ეტაპ­ზე, 53-ე წუთ­ზე ლუქ­სემ­ბურ­გმა გოლი გა­ი­ტა­ნა, თუმ­ცა ეს გოლი გა­უქ­მდა, რად­გან მა­ნამ­დე მი­ქა­უ­ტა­ძეს­თან ორ­თაბ­რძო­ლა­ში მე­ტო­ქე გუნ­დის ფეხ­ბურ­თე­ლე­ბი და­ჯა­რიმ­დნენ, ამ ეპი­ზოდს წი­თე­ლი ბა­რა­თი მოჰ­ყვა და მე­ტო­ქე გუნ­დის ფეხ­ბურ­თე­ლი მო­ედ­ნი­დან გა­ა­ძე­ვეს.

მატ­ჩის 64 წუთ­ზე ბუდუ ზივ­ზი­ვა­ძემ დუბ­ლი გა­ი­ფორ­მა და სა­ქარ­თვე­ლოს ნაკ­რე­ბის უპი­რა­ტე­სო­ბა გა­ზარ­და.

სა­ბო­ლო­ო­ოდ თა­მა­ში ჩვე­ნი გუნ­დის გა­მარ­ჯვე­ბით 2-0 დას­რულ­და.

ნაკ­რებს დის­კვა­ლი­ფი­კა­ცი­ის გამო ვერ და­ეხ­მა­რა ხვი­ჩა კვა­რა­ცხე­ლია. ჩვე­ნი გუნ­დის ძი­რი­თა­დი შე­მად­გენ­ლო­ბა ასე­თი იყო – მა­მარ­დაშ­ვი­ლი, კა­კა­ბა­ძე, კვერ­კვე­ლია, კა­შია, დვა­ლი, შენ­გე­ლია, ქო­ჩო­რაშ­ვი­ლი, კი­ტე­იშ­ვი­ლი, ჩაკ­ვე­ტა­ძე, მი­ქა­უ­ტა­ძე, ზივ­ზი­ვა­ძე.

Related articles

spot_img

Recent articles

spot_img