უახლოესი დღეების პროგნოზი – ტემპერატურა 23 გრადუსს მიაღწევს

Published:

25 მარტიდან, საქართველოში ტემპერატურა საგრძნობლად მოიმატებს – ამის შესახებ “პრაიმტაიმს” მეტეოროლოგმა დოდო გვაზავამ განუცხადა.

მისივე ინფორმაციით, 25 მარტამდე ქვეყანაში არამდგრადი ამინდი შენარჩუნდება, უმეტეს რაიონებში იწვიმებს, ხოლო მაღალ მთაში თოვაა მოსალოდნელი.

25 მარტის შემდეგ გამოიდარებს და მარტის ბოლომდე თბილი ამინდი შენარჩუნდება. მეტეოროლოგის ინფორმაციითვე, 25 მარტიდან თვის ბოლომდე +17 +23 გრადუსამდე დათბება.

Related articles

spot_img

Recent articles

spot_img