კალაძემ დიდუბელებს მოუწოდა იჩქარონ ზონალურ-საათობრივი პარკირების სისტემაში ავტომობილების დარეგისტრირება. რაზეც დროულად უნდა მიმართონ მუნიციპალურ პავილიონებს.
დიდუბეში, წერეთლის გამზირსა და მიმდებარე ქუჩებზე პარკირების სისტემა აპრილიდან ამოქმედდება. მანამდე კი პავილიონები იმუშავებს, რამდენიმე მისამართზე:
აკაკი წერეთლის გამზ. N140 (მეტრო„დიდუბესთან“);
N118 (გამოფენასთან);
N12ა-ს მიმდებარედ;
N116;
N76;
N48;
წყალტუბოს ქუჩა N10.
პავილიონები კვირა-ორშაბათს არ იმუშავებს.