ოლაფ შოლცი -ვგმობთ მოსკოვში მომხდარ საშინელ ტერორისტულ თავდასხმას

Published:

მოსკოვის ოლქის ქალაქ კრასნოგორსკში, “კროკუს სითი ჰოლის” საკონცერტო დარბაზში მომხდარ ტერაქტს გერმანიის კანცლერი სოციალურ ქსელში ეხმიანება.

“ვგმობთ მოსკოვში მომხდარ საშინელ ტერორისტულ თავდასხმას კონცერტის უდანაშაულო მაყურებლებზე. ჩვენი ფიქრები დაღუპულთა ოჯახებთან და დაშავებულებთანაა“, – წერს ოლაფ შოლცი.

მოსკოვის ოლქის ქალაქ კრასნოგორსკში მდებარე საკონცერტო დარბაზში შეიარაღებულმა პირებმა ცეცხლი გახსნეს. ბოლო მონაცემებით, თავდასხმის მხვერპლთა რაოდენობა 93-მდე გაიზარდა.

Related articles

spot_img

Recent articles

spot_img