24 მარტი რუსეთში გლოვის დღედ გამოცხადდა

Published:

კროკუს სითი ჰოლში” მომხდარ ტერაქტთან დაკავშირებით ვლადიმირ პუტინი მოკლე ვიდეომიმართვით გამოვიდა.

დიქტატორმა პრეზიდენტმა მომხდარს “სისხლიანი ტერაქტი” უწოდა და 24 მარტი გლოვის დღედ გამოაცხადა.

“მოსკოვსა და სხვა ქალაქებში დამატებითი ანტიტერორისტული ზომებია მიღებული. ტერაქტის უშუალო შემსრულებელი ოთხივე პირი დაკავებულია, ისინი უკრაინის ტერიტორიაზე აპირებდნენ მიმალვას. უკრაინის მხრიდან, წინასწარი მონაცემებით, მომზადებული იყო “ფანჯარა” ტერაქტში მონაწილეთა გადასასვლელად. რუსეთის ფედერაცია დაადგენს და დასჯის ყველას, ვინც ტერაქტთანაა დაკავშირებული. რუსეთის სპეცსამსახურები მუშაობენ ტერაქტის ხელშემწყობთა გამოვლენის მიზნით. მათ, ვინც დგას ტერაქტის უკან, არ უნდა მივცეთ საშუალება, ახალი ბოროტმოქმედება ჩაიდინონ,” – განაცხადა ვლადიმერ პუტინმა.

Related articles

spot_img

Recent articles

spot_img