ტერაქტისთვის დაკავებული – ნახევარი მილიონი გადამიხადეს, რომ ხალხი დამეხოცა, იარაღიც თავად მომცეს

Published:

რუსულ “ტელეგრამ” არხებზე ვრცელდება ინფორმაცია, რომ ე.წ. ტერორისტებს, რომლის ნაწილი რუსეთის შინაგან საქმეთა სამინისტრომ უკვე დააკავა, მილიონ რუბლზე მეტს დაჰპირდნენ იმისთვის, რათა ტერაქტი მოეწყოთ და ადამიანები დაეხოცათ. -ამის შესახებ ერთ-ერთი დაკავებული დაკითვხისას ყვება.

  • – რას აკეთებდი კროპუსში? 

– ჩავცხრილე ხალხი

– ფულისთვის სანაცვლოდ? 

-კი 

– რამდენი აიღე ? 

– ნახევარი მილიონი რუბლი

– ვინ მოგცა? 

– ჯერ არ ამიღია ნახევარი მომცეს- როგორ?

 – ბარათზე ჩამირიცხეს?

– იარაღი ვინ მოგაწონა?

 – თვითონ მათ მომცეს?

 – მათ ვინ? 

– არ ვიცი ტელეგრამით ვკონტაქტობდი, მწერდნენ სახელის და გვარის გარეშე”, – ამბობს დაკავებული დაკითხვისას.

ბოლო მონაცემებით, ტერაქტის შედეგად დაღუპულთა რიცხვი 115-მდე გაიზარდა.

შეგახსენებთ, გუშინ მოსკოვის „კროკუს სითი ჰოლში“ რამდენიმე შეიარაღებულმა პირმა ცეცხლი გახსნა, რასაც ხანძარი მოჰყვა. რუსეთის საგარეო უწყებამ მოსკოვის საკონცერტო დარბაზზე განხორციელებული თავდასხმა ტერაქტად შეაფასა.

Reuters-ის ინფორმაციით, თავდასხმაზე პასუხისმგებლობა ე.წ. „ისლამურმა სახელმწიფომ“ აიღო.

Related articles

spot_img

Recent articles

spot_img