მოსკოვის საკონცერტო დარბაზში თავდასხმის შედეგად დაღუპულთა რაოდენობა 93-მდე გაიზარდა, – ამის შესახებ ინფორმაციას რუსეთის საგამოძიებო კომიტეტი ავრცელებს.
„ამ დროისთვის დადასტურებულია, რომ 93 ადამიანი დაიღუპა. დაღუპულთა რიცხვი სავარაუდოდ გაიზრდება“, – ნათქვამია რუსეთის საგამოძიებო კომიტეტის განცხადებაში.
კრემლი აცხადებს, რომ 11 ადამიანია დაკავებული, მათ შორის 4 „კროკუს სითი ჰოლზე“ განხორციელებულ თავდასხმაში მონაწილეობდა.
„რუსეთის უშიშროების ფედერალური სამსახურის ხელმძღვანელმა პრეზიდენტს 11 ადამიანის დაკავების შესახებ აცნობა, მათ შორის 4 ტერორისტია, რომლებიც თავდასხმაში უშუალოდ მონაწილეობენ“, – აცხადებს კრემლი.