რუსი ოკუპანტები ხარკოვის ოლქს თავს დაესხნენ

Published:

უკრაინული მედია იუწყება, რომ რუსი ოკუპანტები ხარკოვის ოლქს თავს დაესხნენ, რის შედეგადაც პოლიციელი და მაშველები დაშავდნენ. დაზიანდა სასწრაფო დახმარების მანქანები.

არსებული ინფორმაციით, შუაღამით, ქალაქზე მტრის უპილოტო საფრენი აპარატის თავდასხმის შედეგად, 150 კვადრატულ მეტრ ფართობზე 3-სართულიან შენობას ცეცხლი გაუჩნდა. მაშველები სწორედ მის ჩაქრობას ცდილობდნენ, რა დროსაც რუსები კვლავ თავს დაესხნენ. შემთხვევის ადგილზე სასწრაფო დახმარება და პოლიციაც იყო მობილიზებული.

Related articles

spot_img

Recent articles

spot_img