მოსკოვში, „კროკუს სითი ჰოლში“ თავდასხმის შედეგად დაღუპულთა რიცხვმა 60-ს გადააჭარბა

Published:

მოსკოვის საკონცერტო დარბაზში, „კროკუს სითი ჰოლში“ თავდასხმის შედეგად დაღუპულთა რიცხვმა 60-ს გადააჭარბა. -ინფორმაციას რუსული მედია ავრცელებს.

ხელისუფლების ცნობით, ჰოსპიტალიზებულია 115 ადამიანი, მათ შორის, ხუთი ბავშვია. 60-მდე დაშავებულის მდგომარეობა სერიოზულად მძიმეა.

ვიცე-პრემიერ ტატიანა გოლიკოვას განცხადებით, დაშავებულებს გამოჯანმრთელება უსურვა და მედიკოსებს მადლობა გადაუხადა რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა.

ვიცე-პრემიერის თქმით, გამოძიების მიმდინარეობის შესახებ პრეზიდენტს ინფორმაციას აწვდიან შინაგან საქმეთა მინისტრი, რუსეთის უსაფრთხოების ფედერალური სამსახურისა და საგამოძიებო კომიტეტის, ასევე ეროვნული გვარდიის ხელმძღვანელები.

Related articles

spot_img

Recent articles

spot_img