ლაშა ბექაური თბილისის გრანდ სლემზე ოქროს მედლის მფლობელი გახდა – 90 კგ წონითი კატეგორიის ფინალში, მოქმედმა ოლიმპიურმა ჩემპიონმა აზერბაიჯანელი ელჯან ჰაჯიევი 51 წამში იპონით დაამარცხა და თბილისის ტურნირი ზედიზედ მეორედ მოიგო.
დღესვე ფინალურ ბლოკში ოქროს მედლისთვის მძიმეწონოსანი გურამ თუშიშვილი იჭიდავებს, ბრინჯაოსთვის კი საბა ინანეიშვილი (+100) და მიხეილ ჯაფარიძე (100) იბრძოლებენ.
შეგახსენებთ, რომ თბილისის გრანდ სლემზე ორი საშეჯიბრო დღის შემდეგ საქართველოს ნაკრების ანგარიშზე ორი ოქროს მედალი იყო – ტურნირის გამარჯვებულები ეთერ ლიპარტელიანი (57 კგ) და ლაშა შავდათუაშვილი (73 კგ) გახდნენ.2023 წელს თბილისის გრანდ სლემზე საქართველოს ნაკრებმა სამი ოქროს, ორი ვერცხლისა და ერთი ბრინჯაოს მედალი მოიპოვა. ოქროს მედლებს ბექაური, სულამანიძე და ზაალიშვილი დაეუფლნენ, ვიცე-ჩემპიონები სარდალაშვილი და მაისურაძე გახდნენ, მესამე ადგილზე კი შავდათუაშვილი გავიდა.