შეყვარებულის დაჭრაში მხილებული 28 წლის ქალი ბრალის წარდგენას ელოდება. მაკა ალექსანდრია ამ დრომდე დუმილის უფლებას იყენებს.
ფონიჭალაში მომხდარი დანაშაულის ახალი დეტალები გახდა ცნობილი.
დადგინდა, რომ ეჭვმიტანილთან სახლში შეყვარებული სასაუბროდ ჩავიდა, რის შემდეგაც მათ შორის კონფლიქტი დაიწყო. ირკევა, რომ ხელის არეში დაზინებები ქალსაც აქვს მიყენებული, თუმცა ამ ეტაპზე უცნობია, ეს ჭრილობა მას ახალაგზრდა კაცმა მიაყენა თუ მამაკაცზე თავდასხმისას შემთხვევით დაიჭრა.
მომხდარზე გამოძიება სხეულის განზრახ მძიმე დაზიანების მუხლით დაიწყო, რაც 6 წლამდე პატიმრობას ითვალისწინებს.
შეგახსენებთ, რომ შეყვარებულებს შორის სისხლიანი დაპირისპირება ფონიჭაალში გუშინ მოხდა. 28 წლის ქალის მიერ დაჭრილი კაცი ეზოში თავისი ფეხით ჩავიდა, თუმცა ადგილზე დაეცა, რის შემდეგაც ადგილობრივებმა სასწრაფო დახმარება და პოლიცია გამოიძახეს.