თბილისის მერის, კახა კალაძის ინფორმაციით მათთვის, ვისაც საქართველო – საბერძნეთის მატჩის ბილეთები ვერ შეიძინა – დედაქალაქის მერია პირველი რესპუბლიკის მოედანზე დიდ ეკრანს კვლავ მოაწყობს.
მისივე ცნობით დედაქალაქში 26 მარტს, საზოგადოებრივი ტრანსპორტი ღამის 02:00 საათამდე იმუშავებს, იმისთვის, რომ „დინამო არენასა“ და რესპუბლიკის მოედანზე მისულ გულშემატკივრებს სახლში დაბრუნების შესაძლებლობა ჰქონდეთ.