თავდაცვის მინისტრმა საქართველოში სლოვაკეთის რესპუბლიკის ელჩთან, მატუს ბუსოვსკისთან და თავდაცვის ატაშესთან, პოლკოვნიკ მილან შინტაისთან გაცნობითი შეხვედრა გამართა.
უწყების ცნობით, ირაკლი ჩიქოვანმა ნატო-საქართველოს არსებითი პაკეტის (SNGP) განხორციელების პროცესში და ევროპული სამშვიდობო მექანიზმის (EPF) ფარგლებში გაწეულ კონტრიბუციაზე გაამახვილა ყურადღება.