საქართველოს 21-წლამდელთა ნაკრები ევროპის ჩემპიონატის შესარჩევი ეტაპის შეხვედრას სტუმრად გიბრალტართან გამართავს. მატჩის პირდაპირ რეპორტაჟს პირველი არხი შემოგთავაზებთ.
რამაზ სვანაძის გუნდმა „ლიბერთი სტედიუმზე“ მატჩისწინა ვარჯიში გამართა. თურქულ შეკრებაზე მიღებული ტრავმის გამო, გიბრალტართან გუნდს „იბერიის“ ნახევარმცველი გიზი მამაგეიშვილი ვერ დაეხმარება.
გიბრალტარისა და საქართველოს შეხვედრა თბილისის დროით 17:00 საათზე დაიწყება.
საქართველოს ახალგაზრდულ გუნდს ხუთი ტურის შემდეგ 10 ქულა აქვს და მეორე ადგილზე მყოფ შვედეთს სამი ქულით უსწრებს.
U21 | შემადგენლობა:
მეკარეები: მიხეილ მაქაცარია (დინამო თბილისი), ლუკა ხარატიშვილი (დინამო ბათუმი), ლევან თანდილაშვილი (თელავი).
მცველები: ნიკოლოზ უგრეხელიძე, ლუკა სალუქვაძე (ორივე – დინამო თბილისი), საბა გოგლიჩიძე (ემპოლი, იტალია), საბა ხვადაგიანი (მაკაბი ნეთანია, ისრაელი), საბა მამაცაშვილი (იბერია 1999), ზურაბ რუხაძე (დილა გორი), დავით ზურაბიანი (კოლხეთი ფოთი 1913).
ნახევარმცველები: ლევან ოსიყმაშვილი, ნიკოლოზ სიხარულაშვილი (ორივე – დინამო თბილისი), ლაშა ოდიშარია (რფს რიგა, ლატვია), ოთარ მამაგეიშვილი (იბერია 1999), შალვა ოგბაიძე (დენ ბოსხი, ნიდერლანდები), ლუკა გაგნიძე (დინამო მოსკოვი, რუსეთი), თორნიკე მორჩილაძე (თელავი),ირაკლი ეგოიანი (ტვენტე).
თავდამსხმელები: ვასილიოს გორდეზიანი (პაოკი, საბერძნეთი), გიორგი კვერნაძე (ფროზინონე, იტალია), გიორგი აბუაშვილი (კოლხეთი ფოთი 1913).