14 წლის აითაჯ შახმაროვას განზრახ მკვლელობის საქმე სასამართლო მიმდინარეობს

Published:

14 წლის აითაჯ შახმაროვას განზრახ მკვლელობის საქმეზე, ქორწინების იძულებისა და დანაშაულის შეუტყობინებლობის ბრალდებით დაკავებული დედის, ეგანა მაგარამოვასა და ბიძის, ნატიკ მაგარამოვის საქმის განხილვა დასკვნით ეტაპზეა.

სხდომა რუსთავის საქალაქო სასამართლოში მიმდინარეობს. დღევანდელ პროცესზე ბრალდების მხარე ვიდეოჩანაწერს წარადგენს, სადაც არასრულწლოვანი გოგონას ნიშნობის ფაქტია ასახული.

ცნობისთვის, მოკლული აითაჯ შახმაროვას დედა და ბიძა, პროკურატურის მიერ წაყენებულ ბრალს არ აღიარებენ. მათი განმარტებით, გოგონა საკუთარი სურვილით, ყოველგვარი იძულების გარეშე გათხოვდა.

რაც შეეხება აითაჯ შახმაროვას მკვლელობას, აღნიშნულზე ალიმ სადიკოვი დააკავეს.

Related articles

spot_img

Recent articles

spot_img