ჰააგის საერთაშორისო სასამართლო, ისრაელს მოუწოდებს ღაზას სექტორს ჰუმანიტარული დახმარება შეუფერხებლად მიაწოდოს

Published:

ჰააგის მართლმსაჯულების საერთაშორისო სასამართლომ ისრაელს დაავალა, ღაზაში შიმშილის თავიდან აცილების მიზნით, ჰუმანიტარული დახმარების შეუფერხებლად მიწოდება უზრუნველყოს. “ისრაელმა უნდა იმოქმედოს დროულად, რათა უზრუნველყოს გადაუდებელი აუცილებლობის საბაზისო მომსახურებისა და ჰუმანიტარული დახმარების მიწოდება“, – ვკითხულობთ დოკუმენტში. ისრაელის საგარეო უწყებაში აცხადებენ, რომ ღაზაში არსებულ სიტუაციაზე პასუხისმგებელი “ჰამასია”. ისრაელის საგარეო საქმეთა სამინისტროს ცნობით, ღაზის სექტორისთვის ჰუმანიტარული დახმარების “ხმელეთით, ზღვით და ცით” მიწოდების უზრუნველსაყოფად, მუშაობენ ახალ ინიციატივებზე და აფართოებენ უკვე არსებულებს.

Related articles

spot_img

Recent articles

spot_img