EURO 2024-სთვის Georgian Airways-ის რეისზე ბილეთების გაყიდვა დაიწყო. მისი ფასი 295 ევროდან იწყება.
ავიაკომპანიის ცნობით, პირდაპირი ფრენები შემდეგი განრიგით შესრულდება:
- თბილისიდან დორტმუნდში – 17 ივნისს (გამოფრენა დორტმუნდიდან თბილისში 19 ივნისს);
- თბილისიდან ჰამბურგში – 21 ივნისს ( გამოფრენა ჰამბურგიდან თბილისში 23 ივნისს);
- თბილისიდან დუსელდორფში – 25 ივნისს (გამოფრენა დუსელდორფიდან თბილისში 27 ივნისს).
Georgian Airways წერს, რომ პირდაპირი რეისები შესრულდება მგზავდებისთვის მატჩებზე დასასწრებად კომფორტულ დროს. მათივე თქმით, ავიაბილეთები ხელმისაწვდომი იქნება ავიაკომპანიის ვებგვერდზე, გაყიდვების ოფისებსა და პარტნიორ სააგენტოებში.