ეტალონური მარკების ნავთობის ფასი მსოფლიო ბირჟებზე სამშაბათს მიმდინარე ვაჭრობებზე ზრდას განაგრძობს.
Brent-ის მარკის ნავთობის ფასი, ივნისში მიწოდების პირობით, თბილისის დროით 10:15 საათისთვის, 0,7%–ით არის გაძვირებული და ბარელი $88,03 ღირს.
ამერიკული მსუბუქი ნავთობი WTI ამ დროისთვის ასევე 0,7%–ით არის გაძვირებული – $84,31–მდე ბარელზე.