ელექტრონული კომერციის გიგანტი Amazon 3–5 წლის განმავლობაში პერსონალის შემცირებას გეგმავს, რითაც $1,3 მლრდ–ის დაზოგვას შეძლებს, წერს გამოცემა Business Insider.
ასევე, კომპანია არ დაელოდება ოფისების იჯარის კონტრაქტების ამოწურვას და ვადამდე შეწყვეტს ფართებით სარგებლობას.
Amazon–ის უმოქმედო ოფისების რაოდენობა 33,8%–ს შეადგენს და ეს მაჩვენებელი კომპანიამ 25%–მდე უნდა შეამციროს 2024 წელს, ხოლო შემდგომი 3–5 წლის განმავლობაში – 10%–მდე.
ასეთი ცვლილებები კომპანიას ყოველწლიურად $1,3 მლრდ–ს დაუზოგავს.
ოფისების დაცარიელების მიზეზი ზრდის ტემპის შენელება და თანამშრომლების შემცირება გახდა.
უძრავი ქონების ბაზრის ექსპერტები შიშობენ, რომ აშშ–ში ამ რაოდენობით ოფისების გამოთავისუფლება 2008 წლის კომერციული უძრავი ქონების ჩამოშლის მასშტაბებზე უარესიც შეიძლება აღმოჩნდეს.