ფინეთის სკოლაში, სროლის შედეგად დაჭრილი ერთ-ერთი ბავშვი დაიღუპა 

Published:

ფინეთის სკოლაში, სროლის შედეგად დაჭრილი ერთ-ერთი ბავშვი დაიღუპა. ის 12 წლის იყო. ადგილობრივი მედიის ინფორმაციით, მძიმეა დაჭრილი 2 ბავშვის ჯანმრთელობის მდგომარეობაც.

შემთხვევა ქალაქ ვანტაას სკოლის საკლასო ოთახში მოხდა. სროლისთვის დაკავებულია ასევე 12 წლის ბავშვი. სამართალდამცველების თქმით, ეჭვმიტანილი სკოლიდან გაიქცა, თუმცა მალევე დააკავეს. მას თან ჰქონდა ცეცხლსასროლი იარაღი.

 სკოლაში, სადაც სროლა მოხდა, 7-დან 16 წლამდე ასაკის 800 მოსწავლე სწავლობს.

Related articles

spot_img

Recent articles

spot_img