ვენესუელის პრეზიდენტი რუსეთში ვიზიტს გეგმავს

Published:

ვენესუელის პრეზიდენტი, ნიკოლას მადურო რუსეთში ვიზიტს გეგმავს. ნიკოლას მადურომ სატელევიზიო გადაცემაში ვენესუელაში რუსეთის ელჩს, სერგეი მალიქ-ბაღდასაროვს განუცხადა, რომ ვლადიმერ პუტინს მალე შეხვდება.

„გადაეცი პრეზიდენტ პუტინს, რომ მე მას მალე ვესტუმრები“, – განაცხადა ნიკოლას მადურომ.

მადუროს ვიზიტი კრემლის პრესსპიკერმა, დიმიტრი პესკოვმაც დაადასტურა და აღნიშნა, რომ ვიზიტისთვის მზადება მიმდინარეობს.

ნიკოლას მადურომ რუსეთში ვიზიტის კონკრეტული თარიღი არ დაასახელა.

Related articles

spot_img

Recent articles

spot_img