“არა რუსულ კანონს” – ხვალ, 20:00 საათზე პარლამენტთან აქცია დაანონსდა

Published:

“არა რუსულ კანონს” – ხვალ, 20:00 საათზე აქცია დაანონსდა. ორგანიზატორები სამოქალაქო ორგანიზაციები, ჯიუტი და ტალღა არიან. 

“3 აპრილს საქართველოს პარლამენტში ქართულმა ოცნებამ კვლავ დაარეგისტრირა რუსული კანონპროექტი უცხოური გავლენის აგენტების შესახებ ოდნავ სახეცვლილი სახელწოდებით – “კანონი უცხოური ძალების ინტერესების გამტარებელი ორგანიზაციების შესახებ”. 4 აპრილს, საღამოს 8 საათზე სამოქალაქო მოძრაობები, ტალღა და ჯიუტი პარლამენტის წინ გელოდებით ყველას, საორგანიზაციო შეხვედრაზე, სადაც ერთობლივად დავსახავთ კანონის საწინააღმდეგო პროტესტის გეგმებს. 

ის კანონი, რომელიც ქართულ ოცნებას ერთი წლის წინ ხელიდან გამოვგლიჯეთ, კვლავ გაააქტიურეს. ამიტომ, თავიდან მოგვიწევს გაერთიანება იმისათვის, რომ ვერ მოახერხონ მისი ამოქმედება. გელოდებით 4-ში. პარლამენტის წინ. ერთად მოვიფიქროთ სამოქმედო გეგმა რუსული კანონის წინააღმდეგ”, – ნათქვამია აქციის აღწერაში. 

Related articles

spot_img

Recent articles

spot_img