“დააფასეს ჩემს წინააღმდეგ მათი გაგებით “ჯაშუშობა” და დისკრიმინაცია ბრავო,” – ასე ეხმაურება დეპუტატი თეონა აქუბარდია ირაკლი ბერაიას დაზვერვის სამსახურის უფროსად დანიშვნას.
აქუბარდიას თქმით, ბერაიას დაზვერვის სამსახურში გადაყვანა და მაღალ თანამდებობაზე დანიშვნა, “კიდევ ერთხელ მოწმობს უსაფრთხოების სისტემის დაკნინებას პოლიტიკური ნიშნით”.
მე ირაკლი ბერაიას თავდაცვის კომიტეტიდან ჩამოშორება ყველაზე მეტად მიხარია, მაგრამ დაზვერვის უფროსად მისი დანიშვნა ( 1 დღე არ აქვს ნამუშევარი დაზვერვის სამსახურში, არც შესაბამისი განათლება და კვალიფიკაცია აქვს და არც კაცობა( გენდერული დისკრიმინაციის წახალისება დაუმტკიცა სახალხო დამცველმა პირადად ჩემს წინააღმდეგ თავდასხმის საქმეში) კიდევ ერთხელ მოწმობს უსაფრთხოების სისტემის დაკნინებას პოლიტიკური ნიშნით.
დააფასეს ჩემს წინააღმდეგ მათი გაგებით “ჯაშუშობა” და დისკრიმინაცია ბრავო:) – წერს აქუბარდია.
ირაკლი ბერაია საქართველოს დაზვერვის სამსახურის უფროსად დაინიშნა. ბერაიას მიერ თავდაცვის კომიტეტის თავმჯდომარის თანამდებობის დატოვება რამდენიმე თვის წინ ქალმა დეპუტატებმა მოითხოვეს მის მიერ სექსისტური და შეურაცხმყოფელი განცხადებებისთვის.