ევროპის 12 პარლამენტის საგარეო საქმეთა კომიტეტები “ოცნებას” მოუწოდებენ, უარი თქვან “რუსული კანონის” განხილვაზე

Published:

ევროპის 13 სახელმწიფოს პარლამენტების საგარეო საქმეთა კომიტეტების თავმჯდომარეები “ქართულ ოცნებას” მოუწოდებენ, უარი თქვას ხელახლა ინიცირებულ “რუსულ კანონზე.”

ერთობლივ განცხადებას ხელს ჩეხეთის, დანიის, ესტონეთის, საფრანგეთის, გერმანიის, ირლანდიის, იტალიის, ლიტვის, ლატვიის, ნორვეგიისა და პოლონეთის საგარეო საქმეთა კომიტეტების თავმჯდომარეები აწერენ. მასში ხაზგასმულია, რომ უცხო ძალების გავლენის შესახებ კანონის ხელახლა დაბრუნება სერიოზულად აკნინებს საქართველოს დიდი ძალისხმევით მოპოვებულ ევროპულ პერსპექტივასა და კანდიდატის სტატუსს.

მათი განცხადებით, სამოქალაქო საზოგადოებისა და მედია თავისუფლებისთვის გარემოს უზრუნველყოფა და შენარჩუნება დემოკრატიის გულს წარმოადგენს და საკვანძოდ მნიშვნელოვანია საქართველოს ევროპული ინტეგრაციისთვის.

მათივე შეფასებით, ეს არის მტრული ნაბიჯს ქართველი ხალხის ევროპული მისწრაფებებისა და მათი მომავლისადმი.

“მოვუწოდებთ “ქართულ ოცნებას” უკან დაიხიოს საპარლამენტო განხილვებისგან, სანამ ჩვენ ვაგრძელებთ ქართველი ხალხის ევროპული მისწრაფებების მხარდაჭერასა და ველით, რომ საქართველო განაგრძობს საკუთარი ვალდებულებების შესრულებას დემოკრატიის, კანონის უზენაესობისა და ადამიანის უფლებებისთვის ხელის შეწყობით. ჩვენ გულახდილად გამოვთქვათ იმედს, რომ საქართველოს ხელისუფლება ერთხელაც გამოავლენს სერიოზულობასა და ევროპასა და ევროატლანტიკურ ინსტიტუციებში ინტეგრაციის სურვილს, რომელიც მართულია დასავლური ლიბერალურ დემოკრატიული ღირებულებებით. სასწორზე ქართველი ხალხის მომავალია,” – ნათქვამია განცხადებაში.

მასში ასევე ვკითხულობთ, რომ საქართველოს ევროკავშირის კანდიდატის სტატუსი მიენიჭა იმ დათქმით, რომ ევროპული კომისიის მიერ გაწერილ 12 ნაბიჯს შეასრულებს, რათა შეძლოს გაწევრიანებაზე მოლაპარაკებების დაწყება. თუმცა, ჯერჯერობით მხოლოდ 3 რეკომენდაცია შეასრულა.

ევროპული ქვეყნების წარმომადგენლები მოუწოდებენ “ქართულ ოცნებას,” გამოიჩინოს სერიოზულობა და შეასრულოს საკუთარი ვალდებულებები ქვეყანაში დემოკრატიის, კანონის უზენაესობისა და ადამიანის უფლებების დასაცავად.

Related articles

spot_img

Recent articles

spot_img