მდინარაძე რუსულ კანონზე – გარედან ზეწოლა მოძლიერდა, მაგრამ ბოლომდე გავიტანთ!

Published:

რუსული კანონის დაწუნების გამო “ქართული ოცნება” დასავლეთს ზეწოლაში ადანაშაულებს. მამუკა მადინარაძე პირდაპირ აცხადებს, რომ კანონს მაინც ბოლომდე გაიტანენ. სახელისუფლებო გუნდის წევრი ამტკიცებს, რომ ევროპელი და ამერიკელი პარტნიორებს კრიტიკა უსაფუძვლოა და ამ უსამართლობას ქართველი ხალხი არ შეეგუება. 

მოძლიერდა გარედან ზეწოლა, ჩვენი მეგობრების მხრიდან, სამწუხაროდ. დიახ, გავუძლებთ და გავიტანთ ბოლომდე ჩვენს სიმართლეს, ოღონდ განსხვავება არის ერთი: შარშანდელისგან განსხვავებით ისინი რუსულ კანონს აღარ უწოდებენ თუ არ არიან სუბიექტური ფიზიკური პირები. ეს არის უკვე შედეგი, მაგრამ კრიტიკა, რომ შემაშფოთებელია, დამაზიანებელია, ევროინტეგრაციის პროცესს ხელს უშლის, კრიტიკა არის ყალბი. ჩვენ უნდა გავბედოთ ამის თქმა, იმიტომ, რომ აქვთ მცდელობა, გვაიძულონ, არ მივიღოთ იგივე კანონი, რაც თავად ევროკავშირმა დააინიცირა. წარმოუდგენელი უსამართლობაა, თქვენთან იღებდეთ, აინიცირებდეთ და ჩვენ თითის ქნევით გვეუბნებოდეთ, რომ „ეს არ გაბედოთ“. ამ უსამართლობას ქართველი ხალხი არ შეეგუება. თუ ვიღაცას, კონკრეტულ ძალებს უნდათ, რომ ფულით მართონ საქართველო, არა, ასე არ გამოვა. საქართველო არის სუვერენული, შემდგარი სახელმწიფო და საქართველოს მართავს მხოლოდ და მხოლოდ ქართველი ხალხის მიერ არჩეული ხელისუფლება, – ამბობს მდინარაძე. 

რუსული კანონის ხელახლა შემობრუნების გამო ევროპელი  და ამერიკელი პარტნიორები შეშფოთებას ვერ მალავენ და განცხადებას განცხადებაზე ავრცელებენ. ისინი ერთხმად აცხადებენ, რომ რუსული კანონი საქართველოს ევროინტეგრაციის პროცესს დააზიანებს. 

Related articles

spot_img

Recent articles

spot_img