ნორვეგიის საგარეო საქმეთა სამინისტრო რუსული კანონისა და ჰომოფობიური, პროპაგანდისტული კანონპროექტის დაინიცირებას ეხმაურება და შეშფოთებას გამოთქვამს.
“ნორვეგია შეშფოთებულია საქართველოში “უცხოური გავლენისა” და “ოჯახური ღირებულებების” საკანონმდებლო ინიციატივებით, რომელიც სამოქალაქო საზოგადოებისა და LGBTQI+ ადამიანების სტიგმატიზებას ახდენს. ის ძირს გამოუთხრის მნიშვნელოვან ღირებულებებს, საქართველოს დემოკრატისას და ევროატლანტიკურ გზას”- ნათქვამია განცხადებაში.
დაპირების მიუხედავად ერთი წლის თავზე ქართული ოცნება ე.წ. უცხო აგენტების შესახებ რუსულ კანონს განსახილველად აბრუნებს და მის მიღებას მეორედ ეცდება. 3 აპრილს ინიციირებული კანონპროექტი იდენტურია შარშანდელი კანონპროექტისა, რომლის განხილვებსაც მასობრივი პროტესტი მოჰყვა. ფორმალური განსხვავებაა მხოლოდ ტერმინში – ახალ ვერსიაში “უცხოური გავლენის აგენტი” შეცვლილია “უცხოური ძალის ინტერესების გამტარბელით”.
მიუხედავად იმისა, რომ ქართული ოცნება ამტკიცებს, რომ ამ კანონპროექტს არაფერი აქვს საერთო რუსეთთან, მან დასავლელი პოლიტიკოსების კრიტიკა უკვე დაიმსახურა.