“არის მცდელობა, კვლავ მოატყუონ ქართველი ხალხი, ამას აკეთებენ NGO-ები უცხოეთის დაფინანსებით”, – ეს განცხადება პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა გააკეთა.
პაპუაშვილი ამტკიცებს, რომ პარლამენტის გაჩუმების მცდელობა აქვთ.
“დღეს იხარჯება უცხოური ფული ქართველი ხალხის მოტყუებაში. ყველას შევახსენებ, რომ 9 პუნქტიდან პირველი არის დეზინფორმაციაზე უარის თქმა. დღეს ევროპული ფული იხარჯება დეზინფორმაციაში იმით, რომ ვრცელდება ყალბი ინფორმაცია პარლამენტში განსახილველ პროექტს შორის. ამავე დროს, არის მცდელობა, გააჩუმონ პარლამენტი, ქართველი ხალხი და ჩვენ მივიღოთ არა ის კანონები, რომელიც ქართველ ხალხს სჭირდება, არამედ ისეთი რეგულაციები იყოს, რომელიც უცხოეთიდან დაფინანსებულ ვიწრო ჯგუფს სჭირდება. რაც შეხება შშმ პირებს, ყველას გატყუებენ დღეს ეს ორგანიზაციები, თითქოს რაღაც გავლენა შეიძლება ჰქონდეს ამას თქვენ შესაძლო დაფინანსებაზე იმიტომ, რომ ეს არის ტყუილი“, – განაცხადა პაპუაშვილმა.