ევროკავშირის წევრი ქვეყნების ელჩები ვიდეომიმართვას ავრცელებენ

Published:

საქართველოში ევროკავშირის წევრი ქვეყნების ელჩები ერთობლივ ვიდეომიმართვას ავრცელებს, სადაც თითოეული ქვეყნის დიპლომატი საუბრობს, რას ნიშნავს ევროპული ოჯახის წევრობა.

საქართველო არის ევროკავშირის წევრობის კანდიდატი, გიფიქრიათ, რას ნიშნავს ევროპული ოჯახის წევრობა? – ამ აღწერით ავრცელებენ ვიდეომიმართვას:

„ეს არის შესაძლებლობები ახალი თაობებისთვის“, – აღნიშნავს უნგრეთის ელჩი ვიდეომიმართვაში;

„თავისუფალი, მშვიდობიანი, სოციიალ-ეკონომიკური და გარემოსდაცვითი რეგულაციების სივრცე“, – აცხადებს გერმანელი დიპლომატი;

„სამუშაო ადგილები და შესაძლებლობები ყველასთვის, ეს იყო დემოკრატიის კონსოლიდაცია“, – აგრძელებს ესპანეთის ელჩი;

„მშვიდობა, კეთილდღეობა და გავლენა“, – დასძენს დანიელი დიპლომატი;

ჩვენი მშპ 450 მილიარდი ევროთი გაიზარდა“, – აღნიშნავს პოლონეთის ელჩი; 

„ჩვენ შევუერთდით ევროზონას და ამან მოგვცა ფინანსური სტაბილურობა“ – აღნიშნავს ესტონეთის წარმომადგენელი;

„ევროკავშირი წარმოადგენს მშვიდობის, ერთობლივი ზრდისა და საერთო უსაფრთხოების პროექტს“ – ამბობს იტალიის ელჩი; 

„შესაძლებლობა დავიცვათ ჩვენი უსაფრთხოება, თავისუფლება და ფასეულობები“ – საფრანგეთი; 

„ქვეყნის ყველა რეგიონში უპრეცედენტო განვითარებაა“ – აცხადებს რუმინეთის ელჩი; 

„ევროკავშირის წევრობით ჩვენ ვაშენებთ წესებზე დამკვიდრებულ მსოფლიოს“, – ამბობს ლატვიის ელჩი;

„ევროკავშირში შესვლა მნიშვნელოვანი წინგადადგმული ნაბიჯია ეკონომიკური და პოლიტიკური სტაბილურობისა და უსაფრთხოებისთვის“, – ჩეხი დიპლომატი;

„ევროკავშირის შიგნით თავისუფლად შეიძლება მოგზაურობა, მუშაობა, სწავლა კავშირის ნებისმიერ ქვეყანაში“ – სლოვაკეთის ელჩი;

ჩვენ თავს უსაფრთხოდ ვგრძნობთ და ვხედავთ ეკონომიკურ და გეოპოლიტიკურ არჩევანის უპირატესობას“, – ლიეტუვა.

ევროკავშირის დელეგაციის საქმიანობისა და ევროკავშირთან დაკავშირებით მეტი ინფორმაციისთვის კი, ელჩი პაველ ჰერჩინსკი საქართველოს მოქალაქეებს ევროპის დღის აღსანიშნავად, 11 აპრილს ექსპო ჯორჯიაში ეპატიჟება.

Related articles

spot_img

Recent articles

spot_img