“გამამართლებელ განაჩენს არ ველოდებით” – ლაზარე გრიგორიადისის ადვოკატი

Published:

ლაზარე გრიგორიადისის სასამართლო პროცესი გრძელდება. მისმა ადვოკატმა ლიკა ბითაძემ განაცხადა, იმ შემთხვევაში, თუკი მოსამართლე ზვიად შარაძე გამამტყუნებელ განაჩენს გამოიტანს, ისინი საქართველოს პრეზიდენტს, სალომე ზურაბიშვილს, შეწყალების მოთხოვნით მიმართავენ.

„ლაზარე გრიგორიადისი მოცემულ სასამართლო პროცესს აუცილებლად დაესწრება. ბრალდების მხარე წარმოადგენს დასკვნით სიტყვას, რის შემდეგაც დასკვნით სიტყვას დაცვის მხარე წარმოვთქვამთ. ძირითად აპელირებას ბრალდების მხარის მიერ წარმოდგენილ მტკიცებულებებზე გავაკეთებთ, რომელიც ვერაფრით დააკმაყოფილებს გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტს, რაც გამამტყუნებელი განაჩენის საფუძველია. რაც შეეხება მოლოდინს, დაცვის მხარეს გამამტყუნებელი განაჩენის მოლოდინი აქვს და ეს მოლოდინი არ შეცვლილა. შესაბამისად, გამამართლებელ განაჩენს არ ველოდებით. თუ გამამტყუნებელი განაჩენი დადგება, მსჯავრდებულს მეორე დღესვე აქვს უფლება, საქართველოს პრეზიდენტს შეწყალების უფლებით მიმართოს, რომელ უფლებასაც აუცილებლად გამოვიყენებთ”,- განაცხადა ბითაძემ.

Related articles

spot_img

Recent articles

spot_img