ხვალ, 9 აპრილს, 18:00 საათზე რესპუბლიკის მოედნიდან პარლამენტის მიმართულებით რუსული კანონის წინააღმდეგ თავისუფლების მარში გაიმართება.
მარში რესპუბლიკის მოედნიდან დაიწყება და პარლამენტთან დასრულდება.
რუსული კანონი პარლამენტში, ბიუროს სხდომაზე ამ წუთებში გადის. პარალელურად საკანონმდებლო ორგანოსთან საპროტესტო აქცია იმართება.