სამტრედიაში მომხდარ მკვლელობასთან დაკავშირებით დაკავებულ ოთხივე პირს, მოსამართლემ აღმკვეთის ღონისძიებად პატიმრობა შეუფარდა.
დაკავებულთაგან ერთს დამამძიმებელ გარემოებებში ჩადენილ განზრახ მკვლელობას, სამს კი ჯგუფურ ძალადობას და ცრუ ჩვენების მიცემას ედავებიან.
ბრალდების მხარის შუამდგომლობას სხდომაზე ბრალდებულების პროტესტი მოყვა, მათ პროკურორს სიტყვიერი შეურაცხყოფაც მიაყენეს, რის გამოც ორ მათგანს სხდომა იძულებით დაატოვებინეს. შეგახსენებთ, რომ მკვლელობა სამტრედიაში 2 აპრილს მოხდა.
გამოძიების ინფორმაციით, ოჯახური კონფლიქტის ნიადაგზე დაზარალებული მამაკაცი მეუღლის ძმებმა და ნათესავმა სცემეს.