“არ არსებობს მსოფლიოში, მათ შორის არც ჩვენ მეგობარ ქვეყნებში, არც ერთი ოფიციალური სტრუქტურა ან ადამიანი, რომლის პოზიციას ჩვენ გავიზიარებთ არგუმენტის გარეშე, ასეთი არ არსებობს და აღარ იქნება ჩვენთვის” – ამბობს “ქართული ოცნების” დეპუტატი, მამუკა მდინარაძე და გაერთიანებული ერების ორგანიზაციისგან, ასევე სხვა ოფიციალური უწყებებისგან არგუმენტებს ითხოვს რუსულ კანონის კრიტიკის გამო.
ჟურნალისტმა მას ჰკითხა გაეროს განცხადებაზე, სადაც წერია – “აღნიშნული კანონპროექტის მიღება საფრთხეს შეუქმნის სამოქალაქო საზოგადოებისა და მედიის საქმიანობას და მათ უმნიშვნელოვანეს წვლილს საქართველოს დემოკრატიისა და მთლიანად საზოგადოების განვითარებაში”.
“შეშფოთებულები არიან, დაარტყამს სამოქალაქო საზოგადოებას, ამას იზას, იმას იზამს, რატომო?! რა წერია. მე გეუბნებით, რომ არ შეუქმნის, და რატომ შეუქმნის. კი არ ვემიჯნებით, მათ არგუმენტი არ წარმოუდგენიათ, რატომ შეუქმნის სამოქალაქო საზოგადოებას საქართველოში ის, რაც არ უქმნის სამოქალაქო საზოგადოებას საფრთხეს ევროპაში. არგუმენტი არ არის მეთქი, ასეთი ოფიციალური სტრუქტურა და ადამიანი მსოფლიოში არ არსებობს ჩვენთვის, რომელიც არგუმენტის გარეშე რაღაცას გვეტყვის და ამას მივიღებთ. გნებავთ გაერო იყოს, არც ერთი ოფიციალური სტრუქტურის, ჩვენ მეგობრებში მათ შორის, სხვაზე არ ვლაპარაკობ საერთოდ, ჩვენ მეგობრებში, ცივილიზებულ, დასავლურ სამყაროში, არ არსებობს ისეთი ორგანიზაცია და პირი, უაპელაციოდ და უარგუმენტოდ რომლის პოზიციასაც გავიზიარებთ. გვითხრან ერთი არგუმენტი, მათ შორის გაეროს წარმომადგენლებს ვთხოვ, აგერ უმრავლესობის სახელით”, – თქვა მდინარაძემ.