რადიკალების მუქარა “ოცნებას” – ძმრად ვადენინებთ, რაც ჩაიდინეს

Published:

ხელისუფლების მოკავშირე “ალტ-ინფო” “ოცნებას” ემუქრება – რადიკალური დაჯგუფების ლიდერი იუსტიციის მინისტრის განცხადებას ტრაგი-კომედიად აფასებს და აცხადებს, რომ “ოცნების დანაყოფი” პარტია მათ ხმებს ვერ წაიღებს.

კოკა მორგოშია ბოლომდე ბრძოლას აანონსებს და ამბობს, რომ შაბათს “ქართული ოცნების” ოფისის წინ დაგეგმილი აქციით, მმართველ პარტიას “ძმრად ადენინებს” მისი პარტიის გაუქმებას.

რატი ბრეგაძის განცხადება ტრაგი-კომედიაა. ის რას იტყვის სხვას, ამ სისტემის ნაწილია. თუ ის ჰგნიათ და ხუდნაძე წაიღებს ჩვენს ხმებს, მაშინ ფსიქიატრთან უნდა მივიდნენ და იმკურნალონ. საერთოდ ადეკვატურობავ დაუკარგავთ. ამ ასიათასობით ადამიანს ჩვენ თავისუფლებას არ დავუკარგავთ, ბოლომდე ვიბრძოლებთ და ძმრად ვადენინებთ აი ამ საქციელს, რაც ჩაიდინეს. გამოსავალლები ნანახია. აქცია ჩატარდება 2 საათზე “ქართული ოცნების” ოფისის წინ შაბათს. ეს იქნება ძალიან მასშტაბური აქცია და ქართველი საზოგადოება გაიგებს ყველაფერს”, – ამბობს კოკა მორგოშია.

რატომ არ გააუქმა პარტია “ალტ-ინფო” იუსტიციის სამინისტრომ სამი წლის განმავლობაში თუ დარღვევა ჰქონდათ?  – რატი ბერგაძე აღიარებს, რომ “ალტ-ინფოს” გაუქმების გადაწყვეტილება მხოლოდ ახლა, ანტიკორუფციული ბიუროს მიმართვის საფუძველზე მიიღო. 

მისი განცხადებით, პოლიტიკური პარტიის რეგისტრაციისას დაშვებული იყო შეცდომა, კერძოდ მათ არ ჰქონდათ წარმოდგენილი ყრილობის შეცვლილი წესდება.

Related articles

spot_img

Recent articles

spot_img