გეგელია – ვფიქრობ, შტატების მხრიდან სანქციები გაგრძელდა, რადგან “ოცნება” ზნეს არ იცვლის

Published:

ვფიქრობ, შტატების მხრიდან სანქციები გაგრძელდა, რადგან “ოცნება” ზნეს არ იცვლის – ამის შესახებ “ლელოს” წევრმა გრიგოლ გეგელიამ განაცხადა.

გეგელიას თქმით, სწორედ “ოცნებაა” ის პოლიტიკური ძალა, რომლემაც საქართველო-ამერიკის ურთიერთობის ხანგრძლივ ისტორიაში, შტატებს სანქციები გამოაყენებინა.

მე ძალიან დიდი ხანია ველი, რომ არჩევნებამდე პერიოდში არის საკმაოდ მაღალი ალბათობა იმისა, რომ ამერიკის შეერთებულმა შტატებმა კიდევ ერთხელ გამოიყენოს სანქციები, როგორც საქართველოს პოლიტიკურ მმართველ გუნდთან კომუნიკაციის მექანიზმი. ჩვენ ვნახეთ, რომ “ქართულმა ოცნებამ” მიაღწია არნახულ რამეს და პირველად, საქართველო-ამერიკის ურთიერთობის ხანგრძლივ ისტორიაში, ამერიკის შეერთებულ შტატებს გამოაყენებინა სანქციები. მე ვფიქრობ, რომ ეს სანქციები გაგრძელდება, რადგან “ქართული ოცნება” არ იცვლის ზნეს”, – ამბობს გეგელია.პრეზიდენტ ბაიდენის გუნდმა “ქართული ოცნება” გააფრთხილა, თუ რუსულ კანონს მიიღებენ, ამას ვაშინგტონის მოქმედებები მოჰყვება.

სახლემწიფო დეპრატმენტმა არ გამორიცხა, რომ ამ კანონის მიღების შემთხვევში, ვაშინგტონმა სანქციების ბერკეტი გამოიყენოს.

ამერიკის სახელმწიფო დეპარტამენტის მწვავე განცხადების შემდეგ “ოცნებას” გაეროს კრიტიკული განცხადებაც წამოეწია.

ცოტა ხნის წინ კი მაკკეინის ინსტიტუტის აღმასრულებელმა დირექტორმა და აშშ–ის სახელმწიფო მდივნის თანაშემწის ყოფილმა მოადგილემ ეველინ ფარკასიმ “აქცენტთან” საუბრისას განაცხადა, რომ შტატები საქართველოს წინააღდეგ სანქციების ამოქმედებას გეგმავს.

Related articles

spot_img

Recent articles

spot_img