ბიზნესი რუსული კანონის წინააღმდეგ – ქართული კივის მწარმოებელი კომპანია „ნერგეტა“ სოციალურ ქსელში წერს, რომ მათთვის უმნიშვნელოვანესი მოტივაცია თავისუფალი და განვითარებული საქართველოა, რაც ევროპასთან ყოფნით არის შესაძლებელი, სწორედ ამიტომ კომპანია გმობს რუსულ კანონს, რომლის მიღებასაც “ოცნება” აპირებს.
არა რუსულ კანონს!
ჩვენი კომპანია არ მუშაობს მხოლოდ იმისთვის რომ მფლობელებმა ნახონ მოგება და თანამშრომლებმა მიიღონ ხელფასი.
ჩვენი მოტივაცია ასევე არის თავისუფალი და განვითარებული საქართველო. ეს კი მხოლოდ ევროპასთან ყოფნით არის შესაძლებელი.