ცნობილი ქართველი მოცეკვავე, თეა დარჩია რუსული კანონი წინააღმდეგ – მოცეკვავე თავისუფლების მარშიდან ვიდეო აქვეყნებს და ამბობს, რომ “გაერთიანების და სწორ მხარეზე დადგომის დროა”.
“დრო არ გვაქვს”, – დაწერა დარჩიამ. მისი თქმით, 9 აპრილს 35 წლის თავზე დაწყებული ბრძოლა კიდევ უფრო საშიში და სულისშემძვრელია.
35 წელია, რაც 9 აპრილს, სისხლით მოპოვებულ თავისუფლებას ვიცავთ მახრჩობელა რუსეთისგან, რომელიც ხან მოგვიჭერს კისერში და ხან მოგვიშვებს, მაგრამ მაინც შემოხვეულია საქართველოს სხეულზე და არ გვიშვებს… როდემდე?!?! მაშინ ყველაფერი ნათელი იყო: თავისუფლების მოყვარე, ქართველი ერი და მონსტრი, ამაზრზენი კომუნისტური რუსეთი.
ახლანდელი ბრძოლა კი კიდევ უფრო საშიში და სულისშემძვრელია, რადგან სახეშეცვლილი კომუნისტური რუსეთი ჩვენივე მემამულეების, ქართველების ხელით გვებრძვის, ერთმანეთს გვაძულებს და გვახოცინებს, ნუ გავახარებთ მტერს!!!
გთხოვთ, გემუდარებით გონს მოეგეთ. დრო აღარ გვაქვს!!! გავერთიანდეთ და სწორ მხარეს დავდგეთ ერთად, ერთი საქმისთვის, საქართველოს საბოლოოდ გაერთიანებისა და თავისუფლებისთვის. აფხაზეთისთვის, სამაჩაბლოსთვის, 9 აპრილისთვის, მომავლისთვის, შვილები და შვილიშვილებისთვის”. – წერს თეა დარჩია.