თსუ-ის სტუდენტები: პარლამენტმა, უარი თქვას ერთხელ უკვე უკუგდებულ კანონზე

Published:

თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტები და კურსდამთავრებულები ერთობლივ განცხადებას აქვეყნებენ და საქართველოს პარლამენტს კიდევ ერთხელ მოუწოდებენ, რომ ე.წ. რუსული კანონის მიღებაზე უარი თქვას.განცხადებაში ვკითხულობთ, რომ კანონი ეწინააღმდეგება საქართველოს კონსტიტუციის სულისკვეთებას, მის ფუძემდებლურ პრინციპებსა და ქართველი ხალხის ისტორიულ, ეროვნულ და ურყევ, ევროპულ არჩევანს.

მიგვაჩნია, აღნიშნული კანონი ეწინააღმდეგება საქართველოს კონსტიტუციის სულისკვეთებას, მის ფუძემდებლურ პრინციპებსა და ქართველი ხალხის ისტორიულ, ეროვნულ და ურყევ, ევროპულ არჩევანს; დაუშვებელია გამჭვირვალობის, როგორც თავისუფალი საქმიანობის შეზღუდვის ინსტრუმენტად გამოყენება.

მოვუწოდებთ საქართველოს პარლამენტს, უარი თქვას, ქართველი ხალხის მიერ ერთხელ უკვე უკუგდებული, „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონის მიღებაზე და ნაცვლად მოქალაქეების სახელმწიფოსგან დაშორებისა, ხელი შეუწყოს მათ აქტიურ ჩართულობას მართვაში”.

Related articles

spot_img

Recent articles

spot_img