კახა კალაძე გრიგორიადისის განაჩენზე – როდესაც განზრახვა გაქვს, რომ დაწვა ცოცხალი ადამიანი, ამაზე რა კომენტარი უნდა გავაკეთო

Published:

თბილისის მერი, კახა კალაძე ლაზარე გრიოგირადისის მიმართ გამოტანილ გამამტყუნებელ განაჩენს გამოეხმაურა.

მისი თქმით, ქვეყანაში გამოხატვის თავისუფლება ყველა ადამიანს აქვს, თუმცა ეს უფლება ქაოსში არ უნდა გადაიტანო.

“როდესაც ვსაუბრობთ ქვეყანაში სამართლიანობაზე, ვსაუბრობთ იმ მნიშვნელოვან პრინციპებზე, რასაც ევროპა ეფუძნება – ეს ევროპული მომავალი ხომ გვინდა, გვინდა ქვეყანაში იყოს დემოკრატია, თავისუფლება, მაგრამ ეს თავისუფლება არ უნდა გადაიზარდოს ქაოსში და მარაზმში.

დღეს სიტყვის და გამოხატვის თავისუფლება ქვეყანაში აქვს ნებისმიერ ადამიანს, ეს შეიძლება გამოხატოს სხვადასხვა ფორმით, მათ შორის, თუნდაც გავიდეს მიტინგზე. ყველაფერს აქვს თავის ფორმა, მაგრამ, როდესაც მოლოტოვის კოქტეილს ესვრი ცოცხალ ადამიანებს და განზრახვა გაქვს, რომ დაწვა ცოცხალი ადამიანი, ამაზე რა კომენტარი უნდა გავაკეთო, ძალიან მძიმე ეს ყველაფერი”, – განაცხადა კახა კალაძემ.

ცნობისთვის, სასამართლომ ლაზარე გრიგორიადისს 9 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა. მოსამართლემ გრიგორიადისი დამნაშავედ ცნო ორივე მუხლით, ეს არის პოლიციელის ჯანმრთელობის ხელყოფა და სახელმწიფო ქონების განადგურება.

Related articles

spot_img

Recent articles

spot_img