პროტესტი ოზურგეთის თეატრის სცენიდან 

Published:

ოზურგეთის თეატრის დასის წევრები ამბობენ, რომ პერფომანსის დროს თეატრის სამხატვრო ხელმძღვანელი დარბაზში იყო, თუმცა მას ერთი სიტყვაც არ უთქვამს მსახიობებისთვის.

თუ მსახიობებს დავუჯერებთ, ჩიგოგიძე სპექტაკლის შემდეგ მათ დაემშვიდობა და წავიდა.

მიიღო ჩვენი პოზიცია. ნებისმიერი პოზიცია, რომელიც ეწინააღმდეგება საქართველოს სწრაფვას ევროპისკენ, ჩვენთის მიუღებელია. ეს იყო ჩვენი პოზიცია, რაც დავაფიქსირეთ და არ არის ახლა ვასო ჩიგოგიძე ის კაცი, მართლა რომ ყურს უწევდეს ვინმეს”, -ამბობს თეატრის დასის წევრი.

ჩვენ უბრალოდ ჩვენი აზრი დავაფიქსირეთ, რომ რუსეთი ოკუპანტია. არავის არ გვეშინია არაფრის. ის ესწრებოდა, რა თქმა უნდა. სპექტაკლის შემდეგ არაფერი არ უთქვამს, დაგვემშვიდობა და წავიდა”, – ამბობს მსახიობი

“რუსეთი ოკუპანტია, ჩვენ ვირჩევთ ევროპას” – ოზურგეთის თეატრის სამხატვრო ხელმძღვანელს, მსახიობები აუბუნტდნენ. ვასილ ჩიგოგიძეს, დასის წევრებმა სცენიდან დემონსტრაციულად შეახსენეს, რომ მათი არჩევანი ევროპაა, რუსეთი კი ოკუპანტი.

მსახიობების დემონსტრაციულ პერფორმანსს თეატრის დარბაზში მაყურებლების მქუხარე ოვაციები მოჰყვა.

“ცოტა ომი და ბევრი სიყვარული”- ასე ჰქვია სპექტაკლს, რომლის დასრულების შემდეგაც მოაწყვეს პერფომანსი მსახიობებმა.

ვასილ ჩიგოგიძემ ჯერ საჯარო პოსტი მიუძღვნა ვასო აბაშიძის თეატრის სახელმწიფო თეატრის პერფომანსს რუსული კანონის  წინააღმდეგ, შემდეგ თქვა, რომ თუკი ოზურგეთის თეატრში რომელიმე მსახიობი იგივეს გაბედავს, პირადად დასჯის.

Related articles

spot_img

Recent articles

spot_img