ქობულეთის ხანძარს ერთი ადამიანი ემსხვერპლა

Published:

ქობულეთში, სოფელ ხუცუბანში ხანძარს ერთი ადამიანი ემსხვერპლა. ინფორმაციას “ბათუმელები” ავრცელებს. მათი ცნობით, ცეცხლი მაღალსართულიანი კორპუსის ერთ-ერთ ბინაში გაჩნდა. 

არსებული ინფორმაციით, ბინაში მხოლოდ ერთი ადამიანი, 60 წლამდე ასაკის კაცი ცხოვრობდა. 

ვრცელდება ინფორმაცია, რომ ცეცხლის გაჩენის ერთ-ერთი მიზეზი, შესაძლოა სიგარეტის ნამწვი გამხდარიყო. მომხდართან დაკავშირებით დაწყებულია გამოძიება. 

Related articles

spot_img

Recent articles

spot_img