პრრზიდენტის ადმინისტრაციის ფოტოგრაფმა სამსახური დატოვა

Published:

  

დღეს მივიღე გადაწყვეტილება, დავტოვო სამსახური, – ამის შესახებ პრეზიდენტის ადმინისტრაციის ფოტოგრაფი გიორგი აბდალაძე სოციალურ ქსელში წერს.

მისი თქმით, პრეზიდენტის დღევანდელი გადაწყვეტილება არის ყველა იმ ადამიანის შეურაცხყოფა, ვინც სამშობლოს ემსახურება.

“ჩემს ცხოვრებაში მივიღე რთული და, ამასთანავე, სამართლიანი გადაწყვეტილება. დღეს მივიღე გადაწყვეტილება, დავტოვო სამსახური. ბევრი ბრძოლა მაქვს გავლილი, არავის პატიმრობა არ მიხარია, თუმცა ვფიქრობ, რომ პრეზიდენტის დღევანდელი გადაწყვეტილება არის ყველა იმ ადამიანის შეურაცხყოფა, რომელიც სამშობლოს ემსახურება“, – წერს აბდალაძე.

საქართველოს პრეზიდენტის განცხადებით, ლაზარე გრიგორიადისის შეწყალება გადაწყვიტა. მისივე თქმით, ოფიციალურ დოკუმენტს ხელს პროცედურების გავლის შემდეგ, უახლოეს მომავალში მოაწერს.

თბილისის საქალაქო სასამართლომ ლაზარე გრიგორიადისი ორივე მუხლით, როგორც პოლიციელის ჯანმრთელობის ხელყოფაში, ასევე სახელმწიფო ქონების განადგურებაში, დამნაშავედ ცნო. მოსამართლე ზვიად შარაძემ გადაწყვეტილება ღამით გამოაცხადა. მას 9 წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა.

Related articles

spot_img

Recent articles

spot_img