ვიოლა ფონ კრამონი – საბოლოოდ, რაღაც კარგი ამბავი საქართველოდან, მადლობა პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილს

Published:

ევროპარლამენტარი ვიოლა ფონ კრამონი ლაზარე გრიგორიადისის შეწყალებასთან დაკავშირებით საქართველოს პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილის გადაწყვეტილებას ეხმაურება.

„საბოლოოდ, რაღაც კარგი ამბავი საქართველოდან, მადლობა პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილს ამ გადაწყვეტილებისთვის“, – წერს კრამონი.

თბილისში 2023 წლის 7, 8, 9 მარტს გამართულ აქციებზე პოლიციელებზე თავდასხმისა და ნივთის დაზიანების ფაქტებზე ბრალდებულ ლაზარე გრიგორიადისს სასამართლომ დღეს ცხრა წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა. დღესვე პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა განაცხადა, რომ ლაზარე გრიგორიადისი შეიწყალა, თუმცა ჯერ გადაწყვეტილებაზე ხელი არ მოუწერია.

Related articles

spot_img

Recent articles

spot_img