საელჩო ისრაელში მცხოცხოვრებ საქართველოს მოქალაქეებს მოუწოდებს, ხელისუფლების ყველა რეკომენდაცია გაითვალისწინონ

Published:

საქართველოს ყველა მოქალაქეს, რომელიც ისრაელში ცხოვრობს, მოვუწოდებთ, რომ გაითვალისწინონ ყველა ის რეკომენდაცია, რომელიც ისრაელის ხელისუფლებამ გასცა,- ამის შესახებ ისრაელში საქართველოს ელჩმა, ზაზა კანდელაკმა განაცხადა.

მისივე თქმით, სიტუაციაში. ამოქმედებულია ცხელი ხაზი და ნებისმიერ დროს, საქართველოს ნებისმიერ მოქალაქეს შეუძლია მნიშვნელოვანი და საინტერესო ინფორმაცია მიიღოს საელჩოდან.

“მაქსიმალურად ვცდილობთ, ჩვენი მოქალაქეებისთვის ნათელი გახდეს ის უსაფრთხოების ზომები, რომელიც გამოცხადებულია მსგავს სიტუაციაში. ამოქმედებულია ცხელი ხაზი, ნებისმიერ დროს, საქართველოს ნებისმიერ მოქალაქეს შეუძლია მნიშვნელოვანი და საინტერესო ინფორმაცია მიიღოს საელჩოდან. საქართველოს ყველა მოქალაქეს, რომელიც ისრაელში ცხოვრობს, მოვუწოდებთ, რომ გაითვალისწინონ ყველა ის რეკომენდაცია, რომელიც ისრაელის ხელისუფლებამ გასცა. დაიცვან ამ რეკომენდაციების მიხედვით ყველა ის უსაფრთხოების ზომები, რომელიც აუცილებელია მსგავს სიტუაციაში“,-აღნიშნა ზაზა კანდელაკმა.

შეგახსენებთ, ისრაელმა განაცხადა, რომ ირანმა მისი ტერიტორიის მიმართულებით 300-ზე მეტი დრონი და რაკეტა გაუშვა, მათი 99% მოიგერიეს, მაგრამ იყო მცირე რაოდენობის დარტყმები, მათ შორის ისრაელის სამხრეთით მდებარე სამხედრო ბაზაზე. თავდასხმისას დაშავდა სულ მცირე ერთი ადამიანი. დაშავებული 7 წლის გოგონაა.

Related articles

spot_img

Recent articles

spot_img