ირანმა ისრაელის მიმართულებით ათობით კამიკაძე დრონი გაუშვა. სოციალურ ქსელში ვრცელდება თავდასხმის ამსახველი ვიდეომასალა.
“დამშვიდდით და მიჰყევით ბრძანებებს”, – მედიაში ვრცელდება ისრაელის პრემიერის მიმართვა მოქალაქეებისადმი. ნეთანიაჰუ ამბობს, რომ ისრაელი კარგად არის მომზადებული ირანის თავდასხმებისთვის. ამასთან, პრემიერ-მინისტრი ხაზს უსვამს, რომ აფასებს აშშ-ის, ბრიტანეთისა და საფრანგეთის მხარდაჭერას