ოლაფ შოლცი – ირანის თავდასხმა გაუმართლებელი, უაღრესად უპასუხისმგებლოა და რეგიონში შემდგომი ესკალაციის რისკს ქმნის

Published:

ისრაელის ტერიტორიაზე შეტევა, რომელიც ირანმა წუხელ განახორციელა, გაუმართლებელი და უაღრესად უპასუხისმგებლოა, – ასე ეხმაურება გერმანიის კანცლერი, ოლაფ შოლცი ირანის ტერიტორიიდან ისრაელის მიმართულებით განხორციელებულ შეტევას.

„ირანი რეგიონში შემდგომი ესკალაციის რისკს ქმნის. გერმანია ისრაელის გვერდით დგას და განვიხილავთ სიტუაციას ჩვენს მოკავშირეებთან ერთად“, – წერს ოლაფ შოლცი სოციალურ ქსელ X-ზე.შეგახსენებთ, ისრაელმა განაცხადა, რომ ირანმა მისი ტერიტორიის მიმართულებით 300-ზე მეტი დრონი და რაკეტა გაუშვა, მათი 99% მოიგერიეს, მაგრამ იყო მცირე რაოდენობის დარტყმები, მათ შორის ისრაელის სამხრეთით მდებარე სამხედრო ბაზაზე. თავდასხმისას დაშავდა სულ მცირე ერთი ადამიანი. დაშავებული 7 წლის გოგონაა.

Related articles

spot_img

Recent articles

spot_img