ისრაელი 32 ქვეყანას ირანის წინააღმდეგ სანქციების დაწესებისკენ მოუწოდებს

Published:

ისრაელის საგარეო საქმეთა მინისტრი, ისრაელ კაცი მსოფლიოს 32 ქვეყანას წერილობით მიმართავს და ირანის სარაკეტო პროგრამის წინააღმდეგ სანქციების დაწესებისკენ მოუწოდებს.

ამის შესახებ ინფორმაციას The Times of Israel-ი ავრცელებს.

გამოცემის ცნობით, ისრაელ კაცი აღნიშნულ ქვეყნებს ასევე სთხოვს, ირანის ისლამური რევოლუციის გვარდიის კორპუსი ტერორისტულ ორგანიზაციად გამოაცხადონ.

„სარაკეტო პროგრამის დასანქცირება და ირანის ისლამური რევოლუციის გვარდიის კორპუსის ტერორისტულ ჯგუფად გამოცხადება ხელს შეუწყობს ირანის შეკავებას და დასუსტებას“, – წერს ისრაელ კაცი და დასძენს, რომ ისლამური რევოლუციის გვარდიის კორპუსი ახლავე უნდა შეაჩერონ, სანამ გვიან არ არის.

Related articles

spot_img

Recent articles

spot_img