პარლამენტთან აქცია განახლდა – “არა რუსულ კანონს!”

Published:

რუსული კანონის მიღება ივანიშვილის პარტიას ისევ საზოგადოების პროტესტის ფონზე მოუწევს.  საკანონმდებლო ორგანოსთან დილიდან იკრიბებიან რიგითი მოქალაქეები, ახალგაზრდები, სტუდენტები,  სამოქალაქო საზოგადოების წევრები, არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები და ყველა, ვინც მზად არის წინ აღუდგეს რუსულ კანონს.

“ოცნების” პარლამენტი რუსული კანონის პირველი მოსმენით განხილვას პლენარულ სესიაზე სწორედ დღეს, დღის მეორე ნახევარში გეგმავს. 

აქციის მონაწილეები ამჟამად პარლამენტის უკან იმყოფებიან, საღამოს 19 საათიდან კი პროტესტი პარლამენტის წინ, რუსთაველის გამზირზე გადაინაცვლებს.

Related articles

spot_img

Recent articles

spot_img