არველაძე – არა რუსულ კანონს და ყველა იმ ინიციატივას, რომელიც ჩვენს მთავარ მიზანს გვაშორებს 

Published:

არა რუსულ კანონს და ყველა იმ ინიციატივას, რომელიც ჩვენს მთავარ მიზანს გვაშორებს”, – ასე ეხმაურება ყოფილი ფეხბურთელი, შოთა არველაძე პარლამენტის მიერ პირველი მოსმენით დამტკიცებულ კანონპროექტს.

ფეხბურთის მწვრთნელი სოციალურ ქსელში წერს, რომ ისტორიის განმავლობაში რუსეთი სწორედ ის სახელმწიფო იყო, რომელიც საქართველოს საუკუნეების განმავლობაში მარწუხებში აქცევდა.

არ არსებობს შემთხვევა, როცა ისტორიის რომელიმე მონაკვეთში, რუსეთი ისეთ გადაწყვეტილებაში გვიჭერდა მხარს, რომელიც ჩვენი ქვეყნისთვის და ხალხისთვის იყო სასარგებლო. ამიტომ, არა ამ კანონს და არა ყველა იმ ინიციატივას, რომელიც გვაშორებს ჩვენ მთავარ მიზანს და საფრთხეს უქმნის ჩვენ მომავალს”, – წერს შოთა არველაძე.

Related articles

spot_img

Recent articles

spot_img