კობახიძემ ელჩები დებატებში კიდევ ერთხელ გამოიწვია

Published:

რუსული კანონის პირველი მოსმენით მიღებას პრემიერი კობახიძე საგანგებო ბრიფინგზე გამოეხმაურა და ჩვეული პროპაგანდა გააგრძელა. მისი თქმით, ოპონენტებს არ აქვთ არგუმენტები კანონის წინააღმდეგ და ის გამჭვირვალობასა და საჯაროობას ითვალისწინებს.კობახიძემ არგუმენტები ვერც დასავლელი პარტნიორების განცხადებებში დაინახა – “ნული არგუმენტი” ასე შეაფასა კობახიძემ ოლაფ შოლცის, იენს სტოლტენბერგის და სხვა დასავლელი ლიდერების მოწოდებები. 

კობახიძე ისევ არასამთავრობო ორგანიზაციებს დაესხა თავს და შემოსავლების დამალვაში დაადანაშაულა. ამტკიცებს, რომ ამაზე ბევრად მკაცრი კანონები მოქმედებს დასავლეთში. 

კობახიძემ ელჩები დებატებში კიდევ ერთხელ გამოიწვია:

“არ შეიძლება ცალმხრივად განცხადებების კეთება არგუმენტების გარეშე. ყველას კიდევ ერთხელ ვთავაზობ ღია დისკუსიას. თუ სურთ ელჩებს იყვნენ პოლიტიკური დებატების ნაწილი, ან უცხოელ პოლიტიკოსებს, ყველამ კეთილი უნდა ინებოს და საზოგადოების თანდასწრებით ღია დისკუსიაში უნდა ჩაერთოს. ჩემი წინადადება რჩება ძალაში” თქვა კობახიძემ.

Related articles

spot_img

Recent articles

spot_img